გერმანიაში დიეტური კარტოფილი შექმნეს

გერმანულმა სელექციონერულმა კომპანია Kaufland-მა, სელექციის გიგანტ Europlant Plant Breeding-თან ერთად, დიეტური კარტოფილის ჯიში შექმნა. Linella-ს ჯიშის კარტოფილი, სხვა ჯიშებთან შედარებით, 30%-ით ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს. ინფორმაციას პორტალი SEEDS ავრცელებს.

ახალი ჯიშის კარტოფილის დამახასიათებელი ნიშნებია ცვილისებრი ტექსტურა და რბილი გემო, ამიტომ ის კარგია გამოსაცხობად ან სალათებში დასამატებლად.

„კარტოფილი ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია. Linella იდეალური ალტერნატივაა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სურს, დაბალი ნახშირწყლების კარტოფილი მიირთვას,” - აცხადებს Kaufland-ის ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვების დირექტორი, სტეფან ლუქსი.

კარტოფილის ახალი ჯიშის მთავარი მწარმოებლები ქვემო საქსონიის რეგიონის საოჯახო ფერმები არიან. ყველა ეს ფერმა სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმებულია და QS სერთიფიკატი აქვს მიღებული.

SEEDS-ის მონაცემებით, მსოფლიოში მოყვანილი კარტოფილის მთლიანი მოცულობიდან 80%-ს გადაამუშავებენ. გადამუშავებული კარტოფილის ყველა პროდუქტიდან, უდიდესი წილი კარტოფილ ფრის უკავია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ