"სოკარ ჯორჯია გაზი" კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულებას ზრდის

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბუნებრივი გაზის იმპორტიდან გამომდინარე, აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების გამო, აუცილებელი გახდა ბუნებრივი გაზის საფასურის კორექტირება კომერციული სექტორის მომხმარებლებისთვის. მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებელზე, გარდა პურის ქარხნებისა, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 90 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.