მთავრობამ 2021 წელს 5,247 მლრდ ლარის ვალი აიღო

მთავრობამ 2021 წელს 5,247 მლრდ ლარის ვალი აიღო - ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რაც შეეხება ვალის აღების წყაროებს, 2021 წლის განმავლობაში მთავრობამ საგარეო ვალის სახით დაახლოებით 5,553 მლრდ ლარის ვალი აიღო, აქედან 1.713 მლრდ ლარი ქვეყანამ ევრობონდების განთავსების საშუალებით მიიღო, დაახლოებით 2,467 მლრდ ლარი მთავრობამ საბიუჯეტო კრედიტებიდან აიღო, საინვესტიციო კრედიტებიდან აღებული ვალების მოცულობამ კი 1,373 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეეხება საშინაო ვალს, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს მთავრობამ უფრო მეტი შიდა ვალი დაფარა, ვიდრე აიღო, უფრო კონკრეტულად, სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებისა და დაფარვის შედეგად წმინდა შემოსულობა - 306,5 მლნ ლარს შეადგენს. სწორედ ამან განაპირობა მთლიანი ვალის მაჩვენებლის შედარებით შემცირება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ვალდებულებების წილი ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28.6%-ს შეადგენს. ამასთან, ვალების აღების წილი მთლიან შემოსულობებში 2019 წელს მხოლოდ 17.6%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ვალდებულებების წილი მთლიან შემოსულობებში 40%-ს აჭარბებდა.

ნოდარ სირბილაძე