"ვითიბი ბანკმა" მომხმარებელს მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ბანკი iVTB შესთავაზა

"ვითიბი ბანკმა" მომხმარებელს ახალი მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ბანკი iVTB

შესთავაზა.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, ახალი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკუთარი ანგარიშების დისტანციურად მართვა, გადარიცხვების წარმოება, ამომწურავი ინფორმაციის მიღება სესხებზე და დეპოზიტებზე, კომუნალური და სხვა მომსახურების საფასურის გადახდა, რეგულარული და ავტომატური გადახდის დავალების შექმნა, ასევე გადახდის კალათების შექმნა და მათი შემადგენლობის ინდივიდუალურად დაპროექტება, საბანკო პროდუქტების შეკვეთა და ბანკში საკრედიტო განაცხადების გაგზავნა, Drag and Drop ფუნქციით მთავარ გვერდზე მარტივად და ოპერატიულად სასურველი ოპერაციის განხორციელება.

iVTB-ს დამატებითი ფუნქციონალის დახმარებით, შესაძლებელია: ბანკთან მიმოწერა, ვალუტის გაცვლითი კურსების ნახვა, კონკრეტული მომხმარებლისთვის განკუთვნილი შეთავაზებების გაცნობა, ინფორმაციული სმს შეტყობინებების მიღების მართვა და სხვა მრავალი შესაძლებლობა, რომელიც დისტანციურად, პრაქტიკულად სრული საბანკო მომსახურების მიღებას უზრუნველყოფს.

iVTB-ს მომხმარებლის სახელისა და პაროლის მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის ქოლ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია დისტანციურადაც: ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით ან iVTB-ის ავტორიზაციის გვერდიდან: www.ivtb.ge. ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია და მომსახურება უფასოა.