მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი იკლებს, ნავთობის ფასი იზრდება

ნიუ იორკის საფონდო ბირჟა Comex-ზე ოქროს ფასი 0,18%-ით დაეცა და ერთ უნციაზე 1274,60 დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ვერცხლს, Comex-ზე ერთი უნცია ვერცხლის ღირებულებამ 17,21 დოლარი შეადგინა, რაც 0,27%-ით ნაკლებია წინა მაჩვენებელზე. ოქროსგან განსხვავებით, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე "შავი ოქროს" ფასი იზრდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასი 0,43 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 55,18 დოლარი შეადგინა, WTI-ის მარკის ნავთობის ფასმა კი 0,37 დოლარის მოიმატა და 49,94 დოლარი შეადგინა.

გასულ კვირას მსოფლიო ბაზარზე ბარელის ფასმა 45 დოლარი შეადგინა.