რა თანხა დახარჯეს უწყებებმა მივლინებებში 2020 წელს

სახელმწიფო უწყებებმა 2020 წელს მივლინებებში 57,7 მლნ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს სამივლინებო ხარჯებმა 83,3 მლნ ლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნუსი" დაინტერესდა, რომელმა უწყებებმა დახარჯეს 2020 წელს ყველაზე მეტი მივლინებაში. როგორც მონაცემებიდან ჩანს, მივლინებებში ყველაზე მეტი ხარჯი თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდათ.

უფრო კონკრეტულად:

  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 522 889 ლარი
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 204 416 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 702 453 ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 35,034 ლარი
  • ფინანსთა სამინისტო - 498 213 ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 418 142 ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 127 578 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 467 066 ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1.5 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 447 702 ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 3.1 ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 2.7მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2.9 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (2020 წელს ჯერ კიდევ ერთ უწყებას წარმოადგენდა) - 1.7 მლნ ლარი
ნინი ქეთელაური