”ციტრომ” რუსეთში წვენების ექსპორტი დროებით შეაჩერა

კომპანია ”ციტრომ” რუსეთში წვენების ექსპორტი შეაჩერა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი რუსეთში წვენების ექსპორტს ახორციელებენ. მაგრამ დოლარი-რუბლის კურსის ცვლილების გამო კომპანიამ ექსპორტი დროებით შეაჩერა. ”ფასები დარეგულირდება და ექსპორტიც გაგრძელდება”,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, მერაბ მეტრეველი bpn.ge-სთან საუბრისას.

კომპანია ”ციტრო” 2000 წელს დაარსდა და ის ციტრუსოვანთა, კენკროვანთა და ხილის წვენებს აწარმოებს. მათი პროდუქციის რეალიზება ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა გასულ წელს, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წვენები უკრაინაში ექსპორტზე გავიდა. ამ დრომდე კომპანია ექსპორტს რუსეთშიც ახორციელებდა.