"საქართველოს ბანკისა" და ”ლიბერთი ბანკის” სერვისცენტრები დააყაჩაღეს

თბილისში, ნონეშვილის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრი დააყაჩაღეს.

როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. სერვისცენტრის დაცვამ მას წინააღმდეგობა გაუწია. ჯერ ცნობილი არ არის, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა თანხის წაღება.

ყაჩაღობა მოხდა სიღნაღშიც. სოფელ ჯუგაანში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი გატეხეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობიდან სეიფი გაიტაცეს, რომელშიც 3000 ლარი ინახებოდა. ცენტრის თანამშრომლების თქმით, ობიექტს დაცვის სამსახური არ ყავს და მძარცველმა შესვლა კარიდან მოახერხა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. კახეთში "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრის ძარცვის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. მანამდე მსგავსი ფაქტი ანაგასა და ბადიაურში დაფიქსირდა.