Amazon-მა 2021 წელს რეკლამაში 16,9 მლრდ დოლარი დახარჯა

2021 წელს კომპანიამ Amazon რეკლამაში 16,9 მლრდ დოლარი დახარჯა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისია. ამავე მონაცემებით, კომპანიაში თანამშრომლების ანაზღაურებამ და Amazon Web Services-ის საკომისიო გაყიდვებზე გაწეული მარკეტინგული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 48%-ით მოიმატა და 32,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისში კომპანია იძულებული გახდა მარკეტინგული ხარჯები 100 მლნ დოლარით შეემცირებინა. ამერიკული მედიის ცნობით, ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის წარდგენილი მონაცემებით, Amazon-ი არის რეალურად უმსხვილესი სარეკლამო შემკვეთი კომპანია ისტორიაში, ვინაიდან მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო დამკვეთები — P&G, Unilever და Alphabet - რეკლამაზე აღნიშნულზე ორჯერ ნაკლებს ხარჯავენ. თუმცა რთულია დადგინდეს კონკრეტულად, რა თანხა იხარჯება უშუალოდ რეკლამაზე, ვინაიდან ამ თანხაში ხშირად გაერთიანებულია არა მარტო მედიაში რეკლამის განთავსების ხარჯები.

ის რომ, Amazon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო დამკვეთია, ცნობილი გახდა 2019 წელს, როცა კომპანიამ რეკლამაზე 11 მლრდ დოლარი დახარჯა, რაც მსოფლიოს სარეკლამო ბიუჯეტის 2% იყო.

კოკა კვირკველია