Coca-Cola-ს მეოთხე კვარტლის სუფთა მოგება 66%-ით გაიზარდა

მსოფლიოში უმსხვილესმა უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Coca-Cola-მ გასული წლის მეოთხე კვარტალში სუფთა მოგება 66%-ით გაზარდა.

2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში კომპანიის სუფთა მოგებამ 2,414 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 66%-ით მეტია.

ამავე საანგარიშო პერიოდის შემოსავალი 10%-ით, 9,464 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ, როცა FactSet-ის ანალიტიკოსები 8,9 მლრდ დოლარის შემოსავალს პროგნოზირებდნენ.

რაც შეეხება რეგიონებს, ჩრდილოეთ ამერიკაში კოკა-კოლას შემოსავლები 17%-ით, ლათინურ-ამერიკაში 2%-ით, ხოლო ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში 15%-ით გაიზარდა. თუმცა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კომპანიის შემოსავალი 6%-ით შემცირდა.

ამასთან, ნატურალური პროდუქციის გაყიდვებმა 9%-ით მოიმატა. აქედან გაზიანი სასმელების გაყიდვები 8%-ით, წვენების, რძის ნაწარმისა და მცენარეულ საფუძვლებზე დამზადებული სასმელების გაყიდვები 11%-ით, ხოლო წყლის, სპორტული სასმელების, ყავისა და ჩაის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა.

2021 წელს Coca-Cola-ს კაპიტალზაციამ 23%-ით მოიმატა.

კოკა კვირკველია