არასრულფასოვანი ინტერნეტ-მომსახურება - კიდევ რა საკითხებზე უჩიოდნენ კომპანიებს კომუნიკაციების ომბუდსმენთან

2021 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითი კომუნიკაციების სფეროში დარღვევების შესახებ 149 საჩივრით მეტი დაიწერა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ კომუნიკაციების იმბუდსმენის აპარატში განუცხადეს.

მათი მონაცემებით, საჩივრების ყველაზე დიდი ნაწილი ინტერნეტ-მომსახურებაზე მოდის, შემდეგ უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე.

,,2021 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში სულ შემოვიდა 971 განცხადება/საჩივარი.

შემოსული საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:

  • უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება - 20%
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების დაყოვნება ან/და დაუკმაყოფილებლობა- 13%
  • ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები - 32%;
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტების ცვლილება -5%
  • მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორე და სადავო დავალიანება - 8%
  • სხვა - 22%

კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის ინფორმაციით, მომხმარებლის მხრიადან მიმართვიანობა იზრდება და ის სულ უფრო მეტად იცნობს საკუთარ უფლებებს.

,,2020-2021 წელს სამსახური ინარჩუნებს მომხმარებელთა მომართვიანობის მზარდ დინამიკას, რასაც გარკვეულწილად სამსახურის მიერ ჩატარებული საინფორმაციო აქტივობის - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ შედეგია.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა არაერთი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა/პრეზენტაცია, როგორც სახელმწიფოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებისთვის, ისე სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში და უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებებში.

ჩვენი სამსახური მიმდინარე წელსაც გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად სხვადასხვა აქტივობები. მაგალითად, ისეთი როგორიცაამომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულებისმონიტორინგი და სხვა”- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნუსს“ ომბუდსმენის აპარატში“.

ინფორმაციისთვის, 2018 წელს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურში 413 განცხადება-საჩივარი შევიდა, 2019 წელს 714, ხოლო 2020 წელს 822 განცხადება. მზარდ სტატისტიკას სამსახური, მომხმარებელში ცნობიერებისა და სამსახურის ცნობადობის ამაღლებას უკავშირებენ.

თამარ მუკბანიანი