TikTok-ის ერა - როგორ იქცა პატარა იდეა მულტი მილიარდ დოლარიან ბიზნესად

მსოფლიო პანდემიის დროს აპლიკაცია TikTok სოციალური მედიის გიგანტი გახდა, რომელიც თავისი უნიკალური კონცეფციით მთელ მსოფლიოში დომინირებას აგრძელებს.

საინტერესოა, როგორ იქცა პატარა იდეა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიზნესად?

TikTok ინტერნეტში 2016 წელს გამოჩნდა. აპი ჩინეთში მცხოვრებმა 35 წლის ჟანგ იმინმა დააარსა. ახალმა პლატფორმამ გაშვების დღიდან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, თურქეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში. TikTok-მა ჟანგ იიმინგი მილიარდერად აქცია, რომლის ამჟამინდელი ქონება 16 მილიარდი დოლარია.

2020 წლის ოქტომბერში კომპანიამ დაახლოებით 2 მილიარდ მობილურ ჩამოტვირთვის გადააჭარბა მთელ მსოფლიოში.

TikTok-ის ევოლუცია

ჟანგ იიმინგმა თავდაპირველად აპლიკაცია სახელწოდებით Douyin გამოუშვა, ის TikTok-ის მსგავსი იყო, თუმცა მხოლოდ ჩინეთში ვრცელდებოდა. მან Douyin ჩინეთში თავისი კომპანიის ByteDance-ის მეშვეობით 2016 წლის სექტემბერში გამოუშვა. თუმცა ეს არ აკმაყოფილებდა. იგი თვლიდა, რომ ჩინეთი მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილია და მისი კომპანია უზარმაზარ შესაძლებლობებს კარგავდა.

სულ რაღაც 200 დღეში Douyin-ს დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი იყენებდა, ყოველდღიურად კი დაახლოებით მილიარდი ვიდეოს ნახვები ჰქონდა. ამან იიმინგი შთააგონა და მალე TikTok შექმნა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბესტსელერი გახდა.

ByteDance-მა TikTok გლობალურ ბაზარზე ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში გამოუშვა და გაშვებიდან ხუთ თვეზე ნაკლებ დროში აპლიკაცია ტაილანდში და სხვა ქვეყნებში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი იყო.

კვლევითი კომპანიის Sensor Tower- ის მონაცემებით, დღეს Tiktok მხოლოდ შეერთებულ შტატებში 130 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი, ჩამოტვირთვების რაოდენობამ კი მსოფლიოში 2 მილიარდს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მოცემული რიცხვები არ მოიცავს ყველა Android მომხმარებელს ჩინეთში.

აპს მსოფლიოს ვარსკვლავების კი იყენებენ. 2018 წელს აპლიკაციის გამოყენება დაიწყეს ტონი ჰოუკმა და ჯიმი ფელონმა, რასაც მოჰყვა მრავალი ცნობილი სახე, როგორიცაა ჯესიკა ალბა, უილ სმიტი, ჯენიფერ ლოპესი და ჯასტინ ბიბერიც კი.

სტარტაპის სახელწოდებით music.ly-ის შესაძენად, Tiktok-ის მშობელმა კომპანიამ ByteDance -მა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯა. იმ დროს Musical.ly კარგად მუშაობდა ბაზარზე და მას ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებდა. 2014 წლის აგვისტოში გაშვებული აპლიკაცია Musical.ly არის სოციალური მედიის ვიდეო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან მოკლე საუნდტრეკები, ასევე კომედიური ვიდეოები. ეს არის პოპულარული აპლიკაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

არსებული ანგარიშები და მონაცემები ერთ აპლიკაციაში სახელწოდებით Tiktok -ში გაერთიანდა. სწორედ ეს ნაბიჯი ახლა მთავარი მამოძრავებელი იმისა, რომ TikTok მსოფლიო აპლიკაცია გახდა.

2019 წლის 3 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ TikTok პარტნიორობას გაუწევს აშშ-ს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას. ორივე მხარის შეთანხმებით, TikTok გარიგების ფარგლებში უმასპინძლებს ღონისძიებებს გულშემატკივრებისთვის. პარტნიორობა ასევე მოიცავს ოფიციალური NFL TikTok ანგარიშის გაშვებას, რომელიც უზრუნველყოფს NFL მარკეტინგის ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა ჰეშთეგის გამოწვევები და დაფინანსებული ვიდეოები. ამ ნაბიჯით, ერთ წელზე ნაკლებ დროში, TikTok ყოველთვიურად 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელს იღებს.

TikTok სხვადასხვა გზით უამრავ მომხმარებელს იზიდავს, რაც მას ყველასთვის სასურველ აპლიკაციად აქცევს. TikTok-ით კონტენტის რედაქტირება და ატვირთვა ბევრად უფრო ადვილია სხვა აპებთან შედარებით. თითქმის ყველას, ვისაც აქვს სმარტფონი, შეუძლია მარტივად შექმნას და გააზიაროს ვიდეო.

აპის პოპულარობის კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ის მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც შესანიშნავია ახალგაზრდა თაობისთვის.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი