საიდან შემოდის ვაქცინები

ქვეყანაში ვაქცინების იმპორტი რეკორდულად იზრდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თუ 2020 წელს საქართველომ 11,430 მლნ ლარის ვაქცინები შეიძინა, 2021 წელს ეს რიცხვი 78,575 მლნ ლარამდე გაიზარდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, იმ ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც ვაქცინებს ვყიდულობთ.

2021 წლის მონაცემები ასეთია:

ჩინეთი - 33,902 მლნ აშშ დოლარი

აშშ - 11,158 მლნ აშშ დოლარი

საფრანგეთი - 8,928 მლნ აშშ დოლარი

ბელგია - 8,835 მლნ აშშ დოლარი

პოლონეთი - 8,415 მლნ აშშ დოლარი

ინდოეთი - 2,562 მლნ აშშ დოლარი

ჰონ-კონგი - 2,023 მლნ აშშ დოლარი

ლატვია - 1,551 მლნ აშშ დოლარი

ნიდერლანდი - 703.4 ათასი აშშ დოლარი

ლიეტუვა - 219.4 ათასი აშშ დოლარი

ასევე ვაქცინები შემოდის შემდეგი ქვეყნებიდან: დანია, უნგრეთი, თურქეთი, ბულგარეთი, კორეა (რესპუბლიკა), კანადა, სომხეთი, იტალია და რუსეთი.

ნინი ქეთელაური