ამერიკაში რეკლამის ყურებაში მოქალაქეებს ფულს გადაუხდიან

ამერიკული კინოსერვისი, MoviePass 2.0 რეკლამების ყურების დროს მაყურებლის მზერას დააკვირდება. ამისთვის სერვისი სახის ამოცნობისა და მზერის თვალთვალის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებლები რეკლამებს უყურებენ. ინფორმაციას Vice ავრცელებს.

რეკლამის სანახავად მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ვირტუალური ვალუტა მიიღონ. ამასთან, თუ ადამიანი ეკრანს თვალს მოაშორებს, რეკლამა გაჩერდება.

MoviePass 2.0-ის ხელმძღვანელი, სტეისი სპაიქსი, რომელმაც აპლიკაციის ახალი ვერსია წარადგინა, აცხადებს, რომ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, პლატფორმაზე ვირტუალური ფული გამოიმუშაონ, რითიც შემდეგ კინოს ბილეთის შეძენას შეძლებენ. ამავდროულად, ყურების მონეტიზაციის მთავარი პირობა ის არის, რომ მაყურებელმა რეკლამებს თვალი არ უნდა მოწყვიტოს და ტელეფონი გვერდზე არ უნდა გადადოს.

„ვიდრე ეკრანს ვუყურებ, რეკლამა გადის, მაგრამ თუ ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს, აპლიკაცია შინაარსის ჩვენებას აჩერებს,”- განმარტავს სტეისი სპაიკსი.

მისი თქმით, ვიდეო სერვისებზე რეკლამების 70%-ს ნახვები არა ქვს, ხოლო MoviePass 2.0-ის ახალი ფუნქციით, „რეკლამის განმთავსებლები სასურველ ეფექტს, მომხმარებლები კი სასურველ ფულს მიიღებენ.“

MoviePass თავდაპირველად კინოთეატრის ბილეთების შეძენის აპლიკაცია იყო, მაგრამ 2020 წელს კომპანიის მენეჯმენტმა გაკოტრება გამოაცხადა. თუმცა MoviePass 2.0-ის ბოლო პრეზენტაციის დროს, სტეისი სპაიკსმა განაცხადა, რომ პლატფორმა web3-ზე და „გამოიმუშავე გამოყენებისას“ - სისტემაზე იქნება ფოკუსირებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ