იანის ვარუფაკისი: ”საბერძნეთი რუსეთს ფინანსური დახმარებისთვის არასდროს მიმართავს”

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის იანის ვარუფაკისის განცხადებით, საბერძნეთი არასდროს მიმართავს რუსეთს ფინანსური დახმარებისთვის.

ამის შესახებ იანის ვარუფაკისმა გერმანულ Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა. ”ეს საკითხი არც კი განიხილება. ჩვენ არასდროს მივმართავთ რუსეთს ფინანსური დახმარებისთვის”, - განაცხადა საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა.

”ბლუმბერგის” ინფორმაციით, ლონდონის, რომისა და პარიზის შემდეგ, იანის ვარუფაკისმა საბერძნეთში შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის დავალიანების თაობაზე შეხვედრა გამართა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან მარიო დრაგისთან.

როგორც შეხვედრის შემდეგ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საბერძნეთის მთავრობა საქმეებს ძველებურად ვეღარ წარმართავს, ვერც რეფორმების თვალსაზრით და ვერც იმ პროგრამების მხრივ, რომელმაც ქვეყანა გრძელვადიან კრიზისამდე და დეფლაციამდე მიიყვანა. გერმანიაში დღეს იანის ვარუფაკისი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ვოლფგანგ შოიბლეს შეხვდება.

საბერძნეთის საგარეო ვალი 323 მილიარდ ევროს აღწევს.