ჩვენს შესახებ

ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების ვებ-გვერდი "ბიზნესპრესნიუსი" მულტიმედია ჰოლდინგ "მედია პალიტრას" შემადგენლობაში შედის. www.bpn.ge საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" (www.ipn.ge) ბაზაზე შეიქმნა და მის ერთგვარ დამატებას წარმოადგენს. ”ბიზნესპრესნიუსი” მიუკერძოებლად, ამომწურავად და უფრო ფართოდ აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს, აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს, მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ ტენდენციებს.

ჩვენი მიზანია ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც ბიზნესის წარმომადგენლებსა და საქმიან ადამიანებს, ისე ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს. ამისათვის, "ბიზნესპრესნიუსი", გარდა დარგის უახლესი ამბების გაშუქებისა, მკითხველს სთავაზობს საინტერესო სტატიებს ცნობილი ბიზნესმენების შესახებ, საინტერესო ბიზნეს და ფინანსურ რჩევებს, რომელთა ყოველდღიურობაში გამოყენება შესაძლებელი და სიკეთისმომტანია. გარდა ამისა, ჩვენთან ნახავთ მსოფლიო ეკონომიკის სიახლეებს, ტექნოლოგიური სფეროს უახლეს ამბებს - ინფორმაციასა და მიმოხილვას ახალი პროდუქტებისა და გამოგონებების შესახებ. "ბიზნესპრესნიუსზე" გაეცნობით ვალუტის უახლეს კურსს, საფონდო ბირჟების ინდექსების ცვლილებას; შეძლებთ ისარგებლოთ ვალუტის კონვერტორის ინსტრუმენტით. ჩვენი მიზანია ჩვენი მკითხველი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული მისთვის საინტერესო სფეროს შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

ჩვენ გვაქვს სურვილი, მკითხველს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაცია. ასევე გვსურს, რომ უფრო ფართოდ გაშუქდეს ქართული კომპანიების საქმიანობა და უფრო ინტენსიური სახე მიიღოს ახალმა ამბებმა ქართული კომპანიების აქტივობების შესახებ.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისათვის. ამიტომ, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს, იდეას, შენიშვნას, შეთავაზებას თუ სურვილს.

დარეკეთ: +995 32 2196013

მოგვწერეთ: bpn@bpn.ge

სარეკლამო საკითხებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: 2387870

მოგვწერეთ: reklama@adline.ge; adline@adline.ge