მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე  მუშაობას იწყებს

თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს.

მერიის ადმინისტრაციაში bpn.ge-სთან საუბრისას ადასტურებენ, რომ მუშაობა აღნიშნულ საკითხზე ნამდვილად დაიწყო, მაგრამ კონკრეტულ პროქტზე, რეგულაციებსა თუ მათი ამოქმედების ვადებზე არ საუბრობენ : ”ამ საკითხზე მუშაობას ვიწყებთ, მაგრამ, რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ არ შეგვიძლია. რამდენიმე სამსახური ამ საკითხზე ერთობლივად მუშაობს, მაგრამ ჯერ არაფერი კონკრეტული არ არსებობს”, -აღნიშნავენ მერიის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, დღეს არსებული კანონმდებლობით, აღნიშნული სფერო არ რეგულირდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს ტაქსის ნიშანი და მგზავრებს მოემსახუროს.