McDonalds-ი უკრაინაში ყველა რესტორანს ხურავს

სწრაფი კვების ობიექტი McDonalds-ი უკრაინაში ყველა რესტორანს ხურავს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ საკუთარი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მიიღო.

„ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე რჩებიან სახლებში“, - წერია კომპანიის „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისათვის, უკრაინაში პირველი McDonalds-ი 1997 წლის 24 მაისს გაიხსნა. ამ დროისთვის ქსელი ქვეყნის 24 ქალაქში 109 კვების ობიექტით არის წარმოდგენილი.