Coca-Cola-მ უკრაინაში ქარხანა დახურა

გამაგრილებელი სასმელების გლობალური კომპანია Coca-Cola-ს ევროპელმა ჩამომსხმელმა, Coca-Cola HBC-მა უკრაინაში თავისი ქარხანა დახურა. Reuters-ის ცნობით, კომპანიამ თავის თანამშრომლებს სთხოვა, სახლში დარჩენილიყვნენ.

Coca‑Cola HBC-ს უკრაინაში ორი ქარხანა აქვს, ლვოვსა და კიევის რეგიონში, ბროვარების მახლობლად. თუმცა სააგენტო არ აკონკრეტებს, თუ რომელი ქარხანა იხურება.

Coca-Cola HBC-მ, რომელიც ასევე, რუსეთში ოპერირებს, მანამდე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის კომპანიას საგანგებო პრევენციული გეგმები აქვს, რა გაკვეთილიც მან 2014 წლის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოცდილებიდან ისწავლა.

Coca-Cola HBC განიხილავს ინგრედიენტების მომარაგებას, რომ რუსეთში რაიმე შეფერხება თავიდან აირიდოს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტირებული Coca-Cola HBC ევროპის 29 ქვეყანაში, აფრიკასა და რუსეთში ოპერირებს. კომპანია რუსეთსა და ნიგერიას თავის ორ უდიდეს ბაზრად მიიჩნევს.

კომპანია ამერიკული გიგანტის, კოკა-კოლას გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმა-გაყიდვისთვის ადგილობრივ ფრენჩაიზებს ფლობს. მისი სათაო ოფისი შვეიცარიაშია, რომელშიც თავად ამერიკელების წილი, დაახლოებით 23%-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ