ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას მართავს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას მართავს.

როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა, დღეს არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელიც 2015-2020 წლის განმავლობაში უწყების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. "აღნიშნული სტრატეგიის პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ასევე დონორი ორგანიზაციები, ვინაიდან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი გვაქვს. მთავარია, მათ ესმოდეთ გეგმები, რაც ჩვენ გვაქვს მიმდინარე წელს. ასევე, ჩვენ გვაქვს ახალი მიდგომა სტრატეგიასთან დაკავშირებით. არის სამოქმედო გეგმა, რომელიც გაწერილია პასუხისმგებლობის მატრიცის დონეზე, თითოეულის პასუხისმგებლობის დონის გათვალისწინებით. ეს არის საკმაოდ ინოვაციური, საკმაოდ საინტერესო, რომელიც ასახავს ყველა იმ თანამედროვე მიმართულებას, ტექნიკური იქნება ეს, თუ მეცნიერული, რომელიც აუცილებელია სოფლის მეურნეობის თანამედროვე დარგებისთვის", - განაცხადა დანელიამ.