ყვარელში წითელი ნუსხის სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა წითელი ნუსხის სახეობის წაბლის ჯიშის ხე-მცენარე უკანონოდ მოიპოვეს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება ყვარლის შსს სამმართველოს.