თბილისში IDFI-ის სამეცნიერო ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" IDFI -ის სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი "ახალი სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020" გაიხსნა.

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა, ფორუმზე საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას განიხილავენ. მისი თქმით, "საქართველო 2020 - სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე" 15-მდე უცხოეთიდან ჩამოსული მკვლევარი იმსჯელებს.

"უცხოეთიდან ჩამოსული მკვლევარები, რომელიც მუშაობენ საქართველოზე, ისაუბრებენ 2020-თან დაკავშირებით. ჩვენ დავუთმეთ არენა უცხოელ მკვლევარებს, რომ შეაფასონ "საქართველო 2020-ის" სტრატეგიული დოკუმენტი", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.