სამსუნგი გამოუშვებს გაჯეტს, რომელიც ინსულტის წინასწარმეტყველებას შეძლებს

C-Lab-ის ლაბორატორიის ინჟინრებმა შეიმუშავეს ხელსაწყო, რომელსაც ინსულტის წინასწარმეტყველება შეუძლია.

რამდენიმე წლის წინ, Samsung Electronics-ის სპეციალისტთა ჯგუფმა, რომელიც აქამდე ძირითადად, სარეცხ მანქანებსა და სმარტფონებზე მუშაობდა, გადაწყვიტა შეეცვალა სამოქმედო სფერო და თავი სხვა საქმეში ეცადა. თვის დასაწყისში ლიმმა და მისმა გუნდმა, ზემოთ აღნიშნული მოწყობილობის პირველი პროტოტიპი წარმოადგინა, სახელწოდებით Early Detection Sensor and Algorithm Package. ხელსაწყო უამრავ სენსორებსა და პროგრამულ ბირთვს შეიცავს, რომლებიც მიღებულ მონაცემებზე რეაგირებენ და მათ გაანალიზებას ახდენენ.

პროექტის მთავარ მიზანს ინსულტის ნაადრევი პროფილაქტიკა წარმოადგენს. რადგან, რაც უფრო ადრე გაიგებენ ადამიანები დაავადების შესახებ, მით მეტია ალბათობა, რომ დროულად მოხდეს ინსულტის თავიდან აცილება.