“თიბისის” მომხმარებლები 1 მარტიდან SMS სერვისში 1 ლარს გადაიხდიან

1 მარტიდან თიბისის მომხმარებლებისთვის SMS სერვისის ღირებულება 1 ლარი გახდება.

ამის შესახებ მომხმარებლებმა SMS შეტყობინებით გაიგეს: ”გაცნობებთ, რომ SMS სერვისი გაუმჯობესდა დ მას დაემატა ახალი ტიპის შეტყობინებები. 1 მარტიდან SMS შეტყობინების ღირებულება გახდება 1 ლარი”, - აღნიშნულია ”თიბისის” მიერ გავრცელებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

”თიბისი” ბანკში ინფორმაციას ადასტურებენ და აღნიშნავენ, თუ მომხმარებელს არ სურს SMS სერვისებით სარგებლობა, შეუძლია გააგზავნოს შეტყობინება (1) შესაბამის ნომერზე (27 27).