რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გავლენა ბოლო 12 საათის განმავლობაში

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მუშაობა ორშაბათიდან დაიწყო, ამ დღიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებენ ქვეყანას ან როგორ აჩერებენ მუშაობას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები და კონცერნები რუსეთში.

გუშინ მოსკოვის დროით საღამოს 8 საათიდან დღეს დილის 8 საათამდე კი სასანქციო პაკეტის ამოქმედება გამოიხატა შემდეგი მიმართულებებით:

  • ფინეთმა უკან გაიწვია მეორადი გამოყენების პროდუქციის ექსპორტზე ლიცენზიები
  • ნორვეგია კრძალავს რუსული ალკოჰოლის გაყიდვებს მის ტერიტორიაზე
  • ვარშავის მერი აპირებს ჩამოართვას საცხოვრებელი კომპლექსი ვარშავაში რუსეთის საელჩოს
  • კანადა რუსულ გემებს აუკრძალავს მის პორტებში შესვლას
  • BMW წყვეტს ავტომობილების აწყობას კალინინგრადის ქარხანაში
  • Nike წყვეტს პროდუქციის მიწოდებას რუსეთში
  • ევროკავშირმა შეათანხმა SWIFT-დან 7 ბანკის გათიშვა, მათ შორის არის ВТБ და Промсвязьбанк
  • Apple წყვეტს მთელი მისი პროდუქციის გაყიდვებს რუსეთში და აჩერებს სერვისს
  • Ford-მა შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში
  • RT-ს ჩახსნიან თანამგზავრიდან Sky
  • ExxonMobil ტოვებს პროექტს "Сахалин-1"
  • American Express აჩერებს მუშაობას რუსეთში
  • ბაიდენის განცხადებით, რუსეთის საფონდო ბაზარმა უკვე დაკარგა ღირებულების 40%
  • Русал-ის აქციები 30% გაუფასურდა
  • Сбербанк-მა 21%-მდე გაზარდა საპროცენტო განაკვეთი
  • კომპანია Boeing-ი რუსეთთან კავშირს წყვეტს
  • ვლადივასტოკის სავაჭრო პორტი საშტატო რეჟიმში მუშაობს
  • იტალიური Eni ტოვებს გაზსადენის პროექტს „ცისფერი ნაკადი“

სია მუდმივად განახლებადია და ჩამონათვალი შესაძლოა, არ ასახავდეს სრულ სურათს.

კოკა კვირკველია