Google-მა რუსეთში კონტექსტური რეკლამის გაყიდვა შეაჩერა, მათ შორის YouTube-ზეც

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, Google-მა მიიღო გადაწყვეტილება და პარასკევს რუსეთში კონტექსტური რეკლამის გაყიდვა შეაჩერა. შეზღუდვა გავრცელდა YouTube-ზეც.

Meta-ს შემდეგ Google-მა ასევე გამოაცხადა, რომ კრძალავს რუსული სახელმწიფო მედიის რეკლამების გაშვებას და მონეტიზაციას მის ყველა სერვისზე, მათ შორის YouTube-ზე, რადგან მათ ესკალაცია გაუწიეს რუსეთ-უკრაინის ომს.

Google-ის გადაწყვეტილებით იგი მხარს უჭერს უკრაინას და ამის გამოსახატავად შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. სანამ Google რუსეთში კონტექსტური რეკლამის გაყიდვას შეაჩერებდა, რამდენიმე დღით ადრე Google Europe-მა განაცხადა, რომ ისინი ბლოკავენ YouTube არხებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსულ არხებთან, მათ შორის მოხვდა Sputnik.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან უამრავი კომპანია გავიდა. მათ შორის Spotify და Netflix. Netflix-მა განაცხადა, რომ მან შეაჩერა ყველა პროექტი და შესყიდვა რუსეთში, ხოლო Spotify-მ თავისი ოფისი რუსეთში განუსაზღვრელი ვადით დახურა.

მსხვილმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, მათ შორის Apple, Google, Microsoft, Oracle, Dell, Tietoevry - მ მათ პლატფორმებზე რუსული მედია და პროდუქცია ან საერთოდ აკრძალეს, ან შეზღუდეს.

თეონა რამაზაშვილი