უკრაინელ-რუსი მილიარდერი საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს - ვინ იყო მიხაილ უოტფორდი

უკრაინული წარმოშობის რუსი მილიარდერი, მიხაილ უოტფორდი (მიხაილ ტოლსტოშეი) დიდ ბრიტანეთში, სურეიში მდებარე ექსკლუზიურ ვილაში, რომლის ღირებულება 20 მილიონი ევროა, გარდაცვლილი იპოვეს.

66 წლის მილიარდერმა თავისი ქონება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნავთობში და გაზის ბიზნესში მომგებიანი გარიგებებით მოიპოვა. პოლიცია უოტფორდის სიკვდილს "აუხსნელს" უწოდებს.

The Sun-ის ინფორმაციით, ოჯახის მეგობარი ვარაუდობს, რომ უოტფორდის გარდაცვალება შეიძლება უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ ვითარებასთან იყოს დაკავშირებული.

“ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სიახლოვის გამო, უოტფორდი დასავლეთის სანქციების ობიექტი გახდა“, - წერს გამოცემა.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუს ოლიგარქებსა და ორმაგ რუს აგენტებს სანქციები დაუწესა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ მათ რიგებში ძალიან დიდი დაძაბულობა გამოიწვია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქცინირებულ პირებში უოტფორდი არ იყო.

”ჩვენ დაგვირეკეს ორშაბათს, 28 თებერვალს, შუადღისას, მას შემდეგ, რაც მამაკაცის ცხედარი პორტნალ დრაივში აღმოაჩინეს.

როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იყო. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროისთვის არ ვარაუდობენ, რომ რაიმე საეჭვო გარემოება არსებობს“- განაცხადა სურეის პოლიციის სპიკერმა.

მიხაილ უოტფორდი (მიხაილ ტოლსტოშეია) უკრაინაში 1955 წელს დაიბადა. მან გვარი 2000-იანი წლების დასაწყისში, ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ შეიცვალა. მიხაილი თავდაპირველად ლონდონში, თავის ესტონელ მეუღლესთან ჯეინთან ერთად ცხოვრობდა.

უოტფორდმა ბავშვობა დიდ ოთხოთახიან ბინაში გაატარა, რომელსაც აბაზანაც საკმაოდ კომფორტული ჰქონდა და ოჯახს საკუთარი ავტომობილიც კი ჰყავდა.

”ფუფუნების თვალსაზრისით, ეს თვითმფრინავით მგზავრობის ტოლფასი იყო,” - განუცხადა 2015 წელს ერთ-ერთ გამოცემას გარდაცვლილმა.

მას სამი შვილი ჰყავდა: მაიკლი, მისი ვაჟი პირველი ქორწინებიდან. მიშელი და უმცროსი შვილი ალექსანდრე.

დეტალები მისი კარიერის, ოჯახის წევრებისა და პირადი ცხოვრების შესახებ მედიისთვის ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ იგი წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა. მისი პირადი ქონება კი რამდენიმე მილიარდი დოლარია.

თეონა რამაზაშვილი