აეროპორტი, რკინიგზა, ატომული ელექტროსადგური - მეგაპროექტები, რომლებიც დღემდე დაუსრულებელია

უზარმაზარი მასშტაბის და სირთულის პროექტები არასოდეს არის ადვილი შესასრულებელი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათი გახსნა ხდება დაგვიანებით და გადაჭარბებული ბიუჯეტით.

COVID-19 პანდემიის შემდეგ რამდენიმე მასშტაბური მეგაპროექტის დასრულება მაინც ვერ მოხერხდა.

წარმოგიდგენთ მათ მცირე ჩამონათვალს:

wtg6wsy7we37-1646399324.jpg

ნავი მუმბაის საერთაშორისო აეროპორტი, ინდოეთი: ოთხი წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი 1,5 მილიარდი დოლარი

Zaha Hadid Architects-ის მიერ დაპროექტებული მუმბაის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პირველად 1997 წელს განიხილეს, საბოლოოდ 2008 წელს დამტკიცდა. თუმცა, მთელ პროექტის გარშემო მაინც იყო უთანხმოება. ნაწილი მისი განხორციელების წინააღდეგ წავიდა, რადგან თვლიდნენ, რომ გარემოს ზიანი მიადგებოდა.

პროექტს საძირკველი 2018 წლის თებერვალში ჩაეყარა. პირველი ეტაპი 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ შესრულდა. სახელმწიფო იმედოვნებდა, რომ აეროპორტი მზად იქნებოდა 2020 წლის შუა რიცხვებისთვის. თუმცა, ასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2019 წლის ბოლოსაც კი არ დაწყებულა.

შემდგომმა ფინანსურმა საკითხებმა გავლენა მოახდინა პროექტის პროგრესზე, თავდაპირველი ბიუჯეტი 670 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მშენებლობა პანდემიამაც შეაფერხა და აეროპორტის მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ მეგაპროექტი კვლავ გადაიდება.

2020 წლის ნოემბერში მაჰარაშტრას მთავარმა მინისტრმა დააწესა პირველი ეტაპის დასრულების ახალი ვადა - 2021 წლის მაისი. მაგრამ პროექტი ვადაში მაინც ვერ შესრულდა. ახალი შეთანხმების მიხედვით, აეროპორტი 2024 წლისთვის სრულად უნდა ამოქმედდეს.

wt6y77wq7-1646399366.jpg

ელიზაბეტ ლაინი, დიდი ბრიტანეთი: ოთხი წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი 4,9 მილიარდი დოლარი

ევროპის უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტის, “ელიზაბეთის ხაზის“ სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც მოიცავს ლონდონს და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს, დასრულება თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წელს. 118 კმ ხაზის ცენტრალური ნაწილის გახსნა დაგეგმილი იყო იმავე წლის აგვისტოში, მაგრამ გეგმის მიხედვით არ წავიდა.

პროექტი, რომელიც 2009 წელს დაიწყო, მოითხოვდა 42 კმ ახალი გვირაბების, 50 კმ ბილიკის და 10 ახალი სადგურის მშენებლობას. განახლებული ვადა 2019 წლის შემოდგომამდე დაწესდა, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო იგი კვლავ 2021 წლამდე გადაიდო. Crossrail-ის აღმასრულებლების თქმით, ყველაზე დიდი პრობლემები გაჩნდა სიგნალიზაციის ტესტირებისას. გასაკვირი არ არის, რომ ვადაზე ასევე იმოქმედა პანდემიამ. მშენებლობა 2020 წლის 24 მარტს შეჩერდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის პირველი ჩაკეტვა გამოცხადდა.

2020 წლის მაისის ბოლოს მეგაპროექტზე მუშაობა ხელახლა დაიწყო და იმავე წლის დეკემბერში გამოცხადდა, რომ Elizabeth Line ექსპლუატაციაში 2022 წლის პირველ ნახევარში შევა. თუმცა სხვადასხვა პრობლემების გამო ხაზის გახსნა 2023 წლის მაისამდე ისევ გადაიდო.

esu8du8di8e9i-1646399411.jpg

“შტუტგარტ 21“ სარკინიგზო პროექტი, გერმანია: ექვსი წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი - 6,5 მილიარდი დოლარი

რეგიონის სარკინიგზო სისტემის განახლებაზე გათვალისწინებული პროექტი სამხრეთ გერმანიაში “შტუტგარტი 21“ თავიდანვე საკამათო იყო. მეგაპროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო ღირებულება 2,5 მილიარდი ევროა, 1994 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მშენებლობა 2010 წლამდე არ დაწყებულა.

მშენებლობის ხარჯებისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების მოულოდნელმა ზრდამ, მათ შორის, ათასობით ხვლიკის გადაადგილებამ 2017 წელს, მასიური ახალი მატარებლის სადგურის მშენებლობა გადადო. 2019 წლის დასრულების საწყისი ვადა ვერ დაკმაყოფილდა და ხარჯებიც გაიზარდა. ექსპლუატაციის დაწყება ახლა 2025 წლის ბოლოსთვის არის გადადებული.

shyudeuj8ed-1646399463.jpg

Hinkley Point C, დიდი ბრიტანეთი: ექვსი თვით დაგვიანებით, ბიუჯეტი 6,65 მილიარდ დოლარამდე

Hinkley Point C-ის მშენებლობა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2016 წელს დაამტკიცა. ინგლისი, სომერსეტში მდებარე Hinkley Point C მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პროექტია. თუმცა ამ საკამათო მეგაპროექტის ბიუჯეტი კვლავ იზრდება.

2016 წელს EDF Energy-მა გამოაცხადა, რომ ქარხანა 24 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა. ეს ფასი არაერთხელ გადაიხედა, უახლესი შეფასებით კი ვარაუდობენ, რომ ის რეალურად 29-30,5 მილიარდი აშშ დოლარამდე ეღირება.

ბიუჯეტთან ერთად, Hinkley Point C ჩამორჩება გრაფიკს. პირველი რეაქტორის ბაზა დასრულდა 2019 წლის ივნისში, ხოლო მეორე რეაქტორის ბაზა დასრულდა 2020 წლის ზაფხულში. 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში EDF-მა გამოაცხადა, რომ ელოდება, რომ ერთი ბლოკი ელექტროენერგიის გამომუშავებას ივნისისთვის დაიწყებს. მისი სრული ამოქმედება 2025 წლის ბოლოს იგეგმება.

sdyheudwu8ei8eei-1646399517.jpg

Flamanville 3 ბირთვული რეაქტორი, საფრანგეთი: 11 წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი 11 მილიარდი დოლარი

2007 წლის დეკემბერში ჩრდილოეთ საფრანგეთში, ფლამანვილის ატომურ ელექტროსადგურზე ახალი რეაქტორის მშენებლობა დაიწყო. EDF-ის მფლობელმა და ოპერატორმა პროექტისთვის 3,3 მილიარდი ევრო გამოყო და განაცხადა, რომ მის დასრულებას სულ რაღაც 54 თვე დასჭირდებოდა. კომერციული ოპერაციები უნდა დაწყებულიყო 2012 წელს. მიუხედავად ამისა, უამრავმა პრობლემამ მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტი და ღირებულება მილიარდობით დოლარით გაზარდა.

Montel Group-ის თანახმად, რეაქტორის კომერციული გაშვება მოსალოდნელია 2023 წლის ბოლოს, დრო, რომელიც EDF-ს საკმარის დროს უნდა მისცეს პრობლემების გადასაჭრელად.

rfeyhu7j8edi-1646399556.jpg

ყურის სარკინიგზო ხაზი, სპარსეთის ქვეყნები: ხუთი წლით დაგვიანებით, ბიუჯეტი 11 მილიარდ დოლარამდე

მისი დასრულების შემდეგ, Gulf Railway Line დააკავშირებს Gulf Corporation Council (GCC) წევრ ექვს ქვეყანას: არაბთა გაერთიანებულ საამიეროები, საუდის არაბეთი, ომანი, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი. ბილიკის მთლიანი სიგრძე იქნება 2,177 კმ, თითოეული სახელმწიფო აწყობს პროექტის მშენებლობას საკუთარ ტერიტორიაზე. გეგმა თავდაპირველად 2009 წელს დამტკიცდა და პირველადი შეფასებით ვარაუდობდნენ, რომ ხაზი დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი ეღირებოდა, ხოლო პროექტი ამოქმედდებოდა 2017-18 წლებში.

2009 წლის Railway Technology-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეგაპროექტის ღირებულება 14 მილიარდი დოლარიდან გაიზარდა, თუმცა რამდენით, გაურკვეველია.

2016 წელს Railway News-მა განაცხადა, რომ დოქტორი სულაიმან ალ-ჰამდანი, საუდის არაბეთის ტრანსპორტის მაშინდელი მინისტრი, ამტკიცებდა, რომ მის ქვეყანაში პროექტის დიდი ნაწილი დასრულებულია. თუმცა, ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროები ვარაუდობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი