Morgan Stanley - რუსეთში დეფოლტი შესაძლოა,15 აპრილს მოხდეს

Morgan Stanley-ის მონაცემებით, რუსეთის საგარეო ვალის გადახდის შანსები მცირდება, რადგან ობლიგაციების ფასები ეცემა, ქვეყანაში რეცესია ჩნდება და სხვადასხვა გადახდის შეზღუდვები გროვდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

”ჩვენ ვხედავთ დეფოლტს, როგორც ყველაზე სავარაუდო სცენარს,” - წერს Morgan Stanley-ის განვითარებადი ბაზრის სუვერენული საკრედიტო სტრატეგიის გლობალური ხელმძღვანელი სიმონ უევერი.

მისი პროგნოზით, დეფოლტი შესაძლოა, 15 აპრილს მოხდეს, როცა კუპონით გადახდების 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი დასრულდება. ეს გადახდები რუსეთის მთავრობას 2023 და 2043 წლებში ვადაგადაცილებული დოლარის ობლიგაციებზე უნდა განეხორციელებინა.

Bloomberg-ის მონაცემებით, ინდიკატური ფასები აჩვენებს, რომ ინვესტორები 2023 წლის ობლიგაციებს დოლარში, დაახლოებით, 29 ცენტად აფასებენ. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც ოდესმე ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ სუვერენული ვალის ერთნიშნა ციფრამდე ვარდნა იშვიათი მოვლენაა, Morgan Stanley ამას მაინც პროგნოზირებს და ვარაუდობს, რომ რუსეთის ობლიგაციები შესაძლოა, ლიბანისა და ვენესუელას ვალების მაჩვენებელს დაუახლოვდეს. ამ ქვეყნების სუვერენული ვალის ერთნიშნა ციფრამდე დაცემა ერთადერთი ბოლოდროინდელი მაგალითია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ