ქვეყნები, სადაც შაქარს ვყიდულობთ

გასულ წელს საქართველომ 120,696 ტონა (60,345 მლნ აშშდოლარი) შაქრის იმპორტი განახორციელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც პროდუქტს ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდულობთ.

ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც 2021 წელს შაქრის იმპორტი განხორციელდა:

  • ბრაზილია - 57 875 ტონა (28,201 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 28 066 ტონა (14,271 მლნ აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 19 717 ტონა (10,592 მლნ აშშ დოლარი)
  • მექსიკა - 9 000 ტონა (3,954 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 2 403 ტონა (1,290 მლნ აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 1 881 ტონა (1 მლნ აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 1 273 ტონა (610 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელარუსი - 174.7 ტონა (101.6 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 110.1 ტონა (100 ათასი აშშ დოლარი)
  • კოლუმბია - 100 ტონა (59.1 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური