ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლორან ფაბიუსმა ბრიუსელში განაცხადა, ე.წ შავი სიის გაფართოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა სანქციების განხორციელების პროცესი ჯერ არ დაიწყება. როგორც ცნობილია "შავ სიას" დაემატება ის 15 ფიზიკური პირი და ოთხი ორგანიზაცია, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციაში მონაწილეობენ.