საქსტატმა და მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მემორანდუმი გააფორმეს

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ორ უწყებას შორის თანამშრომლობა ინფორმაციათა ურთიერთგაცვლას გულისხმობს. საქსტატი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს უზრუნველოფს სამსახურის ინტერესების სფეროში შემავალი სტატისტიკური პროდუქტებით. სააგენტო კი თავის მხრივ, საქსტატს მიაწვდის ბენეფიციართა ბაზას და უზრუნველყოფს პარტნიორ საწარმოებში საქსტატის პროდუქტებსა და სერვისებზე ცნობადობის ამაღლებას.

საქსტატის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს მხარეთა ინტერესებში შემავალ საკითხებს. საქსტატთან მემორანდუმის გაფორმება პასუხობს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 3 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებას.