რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას თავდაცვაზე

თანამედროვე მსოფლიოში შეიარაღებასა და თავდაცვაზე მილიარდები იხარჯება. უკრაინის კონფლიქტმა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტიური გახადა.

გამოცემა Worldpopulationreview-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წელს მსოფლიოში თავდაცვის გამოყოფილმა ბიუჯეტმა ჯამში 1.981 მილიარდს გადააჭარბა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ თანხას შეიარაღებაზე ამერიკის შეერთებული შტატები ხარჯავს. აშშ-ის თავდაცვის ყოველწლიური ბიუჯეტი 778 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ის 3.7%-ია.

რეიტინგში მე-2 ადგილს ჩინეთი იკავებს. ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 250 მილიარდი დოლარია და ქვეყნის მშპ-ის 1.7%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ქვეყნების რეიტინგს სამხედრო ხარჯების მიხედვით, TOP-ათეული ასე გამოიყურება:

1. აშშ - $778 მლრდ, მშპ-ს 3.7%;

2. ჩინეთი - $252 მლრდ, მშპ-ს 1.7%;

3. ინდოეთი - $72 მლრდ, მშპ-ს 2.9%;

4. რუსეთი - $61 მლრდ, მშპ-ს 4.3%;

5. გაერთიანებული სამეფო - $59 მლრდ, მშპ-ს 2.7%;

6. საუდის არაბეთი - $57 მლრდ, მშპ-ს 8.4%;

7. გერმანია - $52 მლრდ, მშპ-ს 1.4%;

8. საფრანგეთი - $52 მლრდ, მშპ-ს 2.1%;

9. იაპონია - $49 მლრდ, მშპ-ს 1.0%;

10. სამხრეთ კორეა - $45 მლრდ, მშპ-ს 2.8%.

აღსანიშნავია, ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ამხედრო პერსონალი- 2.3 მილიარდი ადამიანი ჩინეთს ჰყავს.

რაც შეეხება თავდაცვის ბიუჯეტზე დახარჯულ მშპ-ის წილს, ყველაზე მეტს ომანი (12%), ავღანეთი (10%) და ლიბანი (10%) ხარჯავენ.

ბექა ბერიაშვილი