"სამსუნგი” მომხმარებელს ურჩევს, ტელევიზორის წინ პირად საკითხებზე ნუ ისაუბრებენ

კომპანია ”სამსუნგი” მომხმარებელს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ტელევიზორის წინ პირადი საკითხების განხილვისა და საუბრისგან.

ამასთან ერთად, სამხრეთ კორეული კომპანია განმარტავს, რომ გაფრთხილება ეხება მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს Samsung Smart TV-ს, ხმოვანი ბრძანება მისცეს და არ გამოიყენოს დისტანციური მართვის პულტი.

Daily Beast-ის ინფორმაციით, Smart TV ”ისმენს” ყველაფერს, რასაც მის სიახლოვეს მყოფი ადამიანები საუბრობენ და ზოგჯერ ამ მონაცემებს თავად კომპანიას ან მესამე პირს გადასცემს. ”თუ თქვენი საუბარი თქვენს პირად ან სხვა სახის კერძო ინფორმაციას შეიცავს, ეს ინფორმაცია ტელევიზორის მიერ მიღებულ მონაცემებში აღმოჩნდება, რომელიც მესამე მხარეს გადაეცემა”, - ნათქვამია Smart TV-ის მომხმარებლებისთვის განკუთვნილ წესების ბუკლეტში. ამასთან, ”სამსუნგში” განმარტავენ, ეს ფუნქცია ტელევიზორს შესაძლოა მხოლოდ დისტანციური მართვის პულტის დახმარებით ჩაერთოს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, Smart TV-ის მომხმარებლებმა ყოველთვის იციან, ისმენს თუ არა მათ საუბარს ტელევიზორი, რადგან ხმოვანი ბრძანების ფუნქციის აქტივიზაციისას ეკრანზე მიკროფონის გამოსახულება ჩნდება.