ფოთში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 000 ლარით დააჯარიმეს

ფოთში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი NEFTERUDOVOZ-21M 65 000 ლარით დააჯარიმეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ფოთის საზღვაო ნავმისადგომთან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი NEFTERUDOVOZ-21M 65 000 ლარით დააჯარიმეს.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დროშით მცურავმა გემმა ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლების ჩაღვრა მოახდინა. მათივე ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს როგორც ჯარიმის, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის - 594 ლარის გადახდა დააკისრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.