"ვითიბი ბანკი" კომპანია "ელექტრონიკასთან" ერთად, მომხმარებელს ონლაინ განვადებას სთავაზობს

"ვითიბი ბანკი" კომპანია "ელექტრონიკის" პროდუქციის შეძენის მსურველებს ონლაინ განვადებას სთავაზობს.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით, დღეიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, შესაძლებელია არა მარტო სასურველი ნივთის შეძენა, არამედ ონლაინ განაცხადის შევსება და არჩეული ნივთის "ვითიბი ბანკის" განვადებით შეძენა. "ამისთვის საჭიროა, სასურველი ელექტრონული ტექნიკის შერჩევა და განაცხადის შევსება საიტზე: www.electronika.ge ან www.vtb.ge პასუხს მომხარებელი სმს გზავნილით მიიღებს. სამუშაო საათების განმავლობაში შევსებულ განაცხადზე პასუხის მიღება ერთი საათის განმავლობაში ხდება, ხოლო არასამუშაო საათების შემთხვევაში, მომდევნო დღეს. სესხის მაქსიმალური თანხა 5000 ლარია, მაქსიმალური ვადა კი 24 თვეა, თანამონაწილეობა 0% - დან", - აცხადებენ "ვითიბი ბანკში".