რუსეთიდან გასული კომპანიები  200 000 ადამიანს ასაქმებდა - Forbes

საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც ნაწილობრივ ან სრულად დატოვეს რუსეთის ფედერაცია, ამ ქვეყანაში 200 000 ადამიანს ასაქმებდნენ. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ჟურნალის ცნობით, გასულ კომპანიებს შორის ყველაზე დიდი დამსაქმებელი იყო McDonald’s, რომლის ქსელში რუსეთის მასშტაბით 62 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. სიდიდით მეორე დამსაქმებელი იყო Pepsico, სადაც მას დაქვემდებარებულ კომპანიებში 19 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. დამსაქმებლებს შორის სიდიდით მესამე იყო IKEA, რომელიც 15 ათას რუსს ასაქმებდა.

მსხვილ დამსაქმებლებს შორის არიან ასევე: Yum! Brands, რომელიც ფლობს ბრენდებს KFC и Pizza Hut, იქ 14,5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. 9 ათას ადამიანს ასაქმებდა ესპანური Inditex-ი, რომელიც რუსეთში ფლობდა Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho და სხვა ბრენდების 502 მაღაზიას.

ავტომწარმოებლებს შორის კი უმსხვილესი დამსაქმებელი იყო Volkswagen-ი, რომლის რუსეთში 5,8 ათას შტატს ქმნიდა. რუსეთიდან გასვლის შემდეგ 6 ათასი შტატი გააუქმა კომპანიამ EPAM Systems-ი.

კოკა კვირკველია