გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების დაკისრების უფლება თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ პირებსაც ექნებათ

გარემოს დაბინძურების გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და დაჯარიმების უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ.

ამჟამად ეს უფლებამოსილება მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს გააჩნიათ. ცვლილებები პარლამენტის მიერ ახლადმიღებულ "ნარჩენების მართვის კოდექსში" შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტის ავტორია თბილისის მერია, ხოლო ინიციატორი - დეპუტატები ირაკლი ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი. "დაჯარიმება იურიდიულ პირსაც უნდა შეეძლოს. დღესდღეობით ამ რეგულაციას თბილისში "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს, თუმცა ამას კანონის სათანადო ნორმის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს", - განმარტავს ირაკლი ტრიპოლსკი.

"ნარჩენების მართვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს.