"როგორც ადგილობრივ, ისე უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე გაზრდილი აქციზი 10 თეთრი იქნება"

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე გაზრდილი აქციზი 10 თეთრი იქნება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლუდის მწარმოებლებთან მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ. "გამოვაქვეყნეთ თარიღები, ოქტომბრიდან დაწყებული რამდენჯერ შევხვდით ლუდის მწარმოებლებს. იმის გამო, რომ მათ გარკვეული ვადა სჭირდებოდათ, გადავავადეთ ლუდის აქციზის ამოქმედება, გავანახევრეთ გასაზრდელი აქციზი. მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური წარმოების ნახევარლიტრიან ბოთლ ლუდზე გაზრდილი აქციზი 10 თეთრი იქნება", - განაცხადა ხადურმა.