ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის პერიოდი ერთი თვით გახანგრძლივდა

მთავრობამ ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის პერიოდი ერთი თვით გაახანგრძლივა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ინტერესთა გამოხატვის საბოლოო ვადად 10 მარტი განისაზღვრა. "იყო მომართვები ცალკეული კომპანიებისგან, რომლებმაც დამატებითი დრო მოითხოვეს. საკმაოდ რთული პროექტია. მოგეხსენებათ, ნავთობზე ფასების კლების დროს მარჟები ამ ბიზნესში ძალიან შემცირებულია და არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ დამატებითი გადამუშავება მოითხოვეს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.