ნოდარ ხადური სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იური ვარდანიანს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.