3 წლამდე შიდა 0%-იანი განვადება ტერასა რეზორთ ბაკურიანის პრემიუმ კლასის აპარტამენტებზე

მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ კურორტზე აპარტამენტის შეძენა სურთ, „ტერასა ჯგუფი“ სპეციალურ აქციას სთავაზობს - 3 წლამდე შიდა 0%-იანი განვადება და ინდივიდუალურად მორგებული პირობები.

შეთავაზება გრძელდება მხოლოდ შეზღუდული დროით, აპარტამენტების 62% კი უკვე გაყიდულია. პრემიუმ კლასის პროექტში წარმოდგენილია სრულად გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით გაწყობილი აპარტამენტები, სასტუმრო, რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, საპიკნიკე ზონა და 15-მეტრიანი დახურულ აუზი.

teras1-1648189339.jpg

„ტერასა რეზორთ ბაკურიანი“ ამირანის პარკის მიმდებარედ და სასრიალო ტრასების სიახლოვეს ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის 50%, ანუ 4 800 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, ხოლო პროექტის გარშემო წიწვოვანი ნარგავები ხელუხლებლად ნარჩუნდება.

მრავალფუნქციურ, მაღალი კლასის პროექტში წარმოდგენილი აპარტამენტები გათვლილია როგორც დამსვენებელთა მცირე, ისე დიდ ჯგუფებზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, შეავსონ განაცხადის ფორმა და პროექტის დეტალებსა და გადახდის პირობებზე დამატებით ინფორმაციას პირადად მიიღებენ:

ttt-1648189395.jpg

(R)