ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 12 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0248 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0421 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0173 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2015 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.