ნოდარ ხადური: ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, თუმცა, უფრო მეტი ამბიციები გვაქვს

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, უფრო მეტი ამბიციები და მეტი საჭიროებებიც გვაქვს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

ხადურის თქმით, მის უწყებას, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტროს, მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ეროვნულ ბანკთან. "შეთანხმებულები ვართ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის განხორციელება უნისონში იყოს იმისთვის, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ როგორც ჩვენ, ისე ეროვნულმა ბანკმა და ხელი შევუწყოთ მოკლევადიან პერიოდში სტაბილურობას და ინფლაციის თავიდან აცილებას. ამავე დროს ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შესაბამისი უწყებები მუშაობს იმისთვის, რათა ეკონომიკური ზრდის პროცესი შეუქცევადი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი ყველაზე მაღალია რეგიონში, ცხადია, რომ უფრო მეტი ამბიციები გვაქვს ამასთან დაკავშირებით და მეტი საჭიროებებიც", - განაცხადა ხადურმა.