ნახევარ ლიტრიან ლუდის ბოთლზე აქციზი 10 თეთრით გაიზრდება

"დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ლუდის მოხმარება გაზრდილია"

ნახევარ ლიტრიან ლუდის ბოთლზე აქციზი 20 თეთრის ნაცვლად, 10 თეთრით გაიზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ხშირი კომუნიკაცია მქონდა ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან, შევთანხმდით, რომ ნახევარლიტრიან ბოთლზე ლუდის აქციზი ნაცვლად 20 თეთრისა, გაიზრდება 10 თეთრით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.  მისივე თქმით, ამავდროულად, დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ლუდის მოხმარება არის გაზრდილი, რასაც ადასტურებს მათ მიერ გადახდილი გადასახადები ბიუჯეტში.