ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის მორიგი სანქციების საკითხს აღარ განიხილავენ

მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე მოსკოვის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესების საკითხს აღარ განიხილავენ.

ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. "როიტერის" ცნობით, მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმება მნიშვნელოვანია, თუმცა არა - საბოლოო.

ევროკავშირის სამიტი დღეს გაიმართება. ფინეთის პრემიერის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, შეხვედრისას უკრაინისათვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხის განხილვა არ იგეგმება. რაც შეეხება მინსკში მიღწეულ შეთანხმებას, დოკუმენტის მიხედვით, მხარეები 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.