ლარის კურსი მცირედით გამყარდა

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 13 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0247 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0248 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0001 ლარი შეადგინა.