ჯონ კერი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, აშშ-მაც გაამკაცროს, თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებას დაარღვევს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, აშშ-მაც გაამკაცროს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი მინსკში მიღწეულ შეთანხმებას დაარღვევს.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა. "ჩვენ დავაკვირდებით რუსეთისა და სეპარატისტების ქმედებებს, არიან თუ არა ისინი მზად შეთანხმების პირობები ქმედებით და არა სიტყვით შეასრულონ. ჩვენ ამ დრომდე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გავაუქმებთ უკვე დაწესებულ სანქციებს, თუ რუსეთი 2014 წლის სექტემბერში და ასევე გუშინ მინსკში მიღწეულ შეთანხმებებს შეასრულებს", - განაცხადა კერიმ.