დევიდ დუხოვნი, მილა კუნისი, დასტინ ჰოფმანი, მილა იოვოვიჩი - ჰოლივუდის 8 ვარსკვლავი, რომლებსაც უკრაინული ფესვები აქვთ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა, მსოფლიო მასშტაბით, უკრაინის მიმართ მხარდამჭერი განცხადებების და ღონისძიებები არ წყდება. მათ შორის კი ერთ-ერთი საინტერესო თემა - ჰოლივუდის ვარსკვლავთა წარმომავლობა გამოიკვეთა.

როგორც გაირკვა, ბევრი ცნობილი სახეების ოჯახს მოუწია მკაცრი საბჭოთა რეჟიმისგან ამერიკაში გაქცევა. გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს, რომლებიც წარმომავლობით უკრაინიდან არიან.

dfjuedrjiedid-1649427808.jpg

მილა იოვოვიჩი

მილა იოვოვიჩს ყველა იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი მილიკა ბოგდანოვნა იოვოვიჩია. მილა დაიბადა 1975 წელს, კიევში, როდესაც უკრაინა სსრკ-ს შემადგენლობაში იყო. თუმცა ოფიციალურ ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ის მონტენეგროელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა, როდესაც ის ხუთი წლის იყო.

deshxhydfe7ws-1649427840.jpg

დასტინ ჰოფმანი

დასტინ ჰოფმანი კიევში მცხოვრები ებრაელის ოჯახიდან არის. წლების წინ მან შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა. მსახიობმა მიიღო მონაწილეობა პროგრამაში Finding Your Roots და აღმოაჩინა სრულიად შოკისმომგვრელი ინფორმაცია. მისი ბებია უკრაინაში საკონცენტრაციო ბანაკში ხუთი წლით იმყოფებოდა.

dfjdcjdji-1649427874.jpg

ვერა ფარმიგა

ფარმიგა თავს უკრაინელ-ამერიკელად ასახელებს.

„მე დავდიოდი უკრაინულ კათოლიკურ სკოლაში, მთელი ჩემი კლასგარეშე აქტივობა უკრაინულ საზოგადოებაში იყო, პროფესიონალი უკრაინელი ხალხური მოცეკვავეც კი გავხდი“, - თქვა მან The Guardian-თან.

იგი გაიზარდა უკრაინულ ენაზე მოლაპარაკე ოჯახში, პირველი თაობის ემიგრანტების, უკრაინელი მშობლების, ლუბასა და მაიკლის მიერ. ოჯახი მოგვიანებით ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მსახიობმა ინგლისური წლების განმავლობაში არ იცოდა.

tgfkgflofofo-1649427904.jpg

მილა კუნისი

მილა კუნისი, იგივე მილენა მარკოვნა კუნისი, დაიბადა ჩერნივციში, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ებრაულ ოჯახში. თუმცა, მისი ოჯახი საბჭოთა უკრაინიდან 1991 წელს ანტისემიტიზმის გამო გაიქცა.

„ჩემი ბებია და ბაბუა ჰოლოკოსტში იმყოფებოდნენ [ისინი გადარჩნენ, მაგრამ სხვა ნათესავებს არ გაუმართლათ] და მე ამ ამბის დიდი ნაწილი ვარ“, - ციტირებს Independent.

tgyktggo-1649427937.jpg

სტივენ სპილბერგი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კინორეჟისორი, სპილბერგი, დაიბადა აშშ-ში. მიუხედავად ამისა, ის მოდის მართლმადიდებელი ებრაელი ოჯახიდან. მისი ბებია და ბაბუა მამის მხრიდან არიან უკრაინიდან.

ბაბუა კამიანეც-პოდილსკიდანაა, ბებია კი სუდილკივიდან. ისინი ცინცინატში 1900-იანი წლების პირველ ათწლეულში დასახლდნენ.

gkfvolfolfof-1649427973.jpg

დევიდ დუხოვნი

X-Files-ის ვარსკვლავი შეერთებულ შტატებში, უკრაინიდან ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა.

მისი ბაბუა ბერდიჩოვში დაიბადა. ოჯახი საბჭოთა კავშირს გაექცა და აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

dfjufki9kdkdikd-1649428008.jpg

კეტრინ ვინნიკი

მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც ვიკინგებში თამაშობს, უკრაინული წარმოშობისაა. მიუხედავად იმისა, რომ კანადაში დაიბადა, მისი პირველი ენა უკრაინული იყო და მხოლოდ 8 წლისამ დაიწყო ინგლისურად საუბარი.

შაბათობით უკრაინულ სკოლაშიც დადიოდა, მაგრამ ამით ბედნიერია. „ამან მომცა ისტორიის და სიამაყის გრძნობა, რომ უკრაინელი ვარ“, - თქვა მან People-თან.

tgfolfofof-1649428044.jpg

სილვესტერ სტალონე

ვარსკვლავს იტალიური და ებრაული ფესვები აქვს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი დედის ბებია-ბაბუა ოდესელი ებრაელები იყვნენ; იმ დროს ოდესა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, დღეს კი უკრაინაა.

ვარსკვლავის დედა ამერიკაში საკმაოდ ცნობილი ასტროლოგი იყო და ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებია. გავრცელებული ინფორმაციით, სტლონეს უკრაინაში ახლაც ჰყავს ნათესავები.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი