რეგიონები საქართველოში, სადაც ყველაზე მეტად გაღარიბდა მოსახლეობა

საქართველოში საარსებო შემწეობას 652 096 ადამიანი იღებს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.5%-ს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფოსგან ფულადი დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა მხოლოდ ბოლო სამ თვეში 8 929 ადამიანით გაიზარდა.

2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობა 643 167-მა ადამიანმა მიიღო, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი ეს რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, იანვარში საარსებო შემწეობა 648 176-მა ადამიანმა მიიღო, თებერვალში - 650 584-მა, მარტში კი სახელმწიფოსგან დახმარება 652 096 პირს ჩაერიცხა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს რეგიონების მიხედვითაც:

  • თბილისში 2022 წლის მარტში საარსებო შემწეობას 132 979 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 115 355 ადამიანი იყო რეგისტრირებული;
  • იმერეთი - მიმდინარე წლის მარტში - 84 253 ადამიანი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 68 939;
  • ქვემო ქართლი - 2022 წლის მარტში 80 089 ადამიანი - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 64 383;
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - მიმდინარე წლის მარტში 76 597 ადამიანი - გასული წლის მარტში - 67 149;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2022 წლის მარტში 71 893 ადამიანი - 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 53 546 ადამიანი;
  • კახეთი - 2022 წლის მარტში 66 570 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 55 794;
  • შიდა ქართლი - მიმდინარე წლის მარტში 58 714 ადამიანი - გასული წლის მარტში - 49 455;
  • გურიაში 2022 წლის მარტში - 27 922 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2021 წლის მარტში - 22 551;
  • სამცხე-ჯავახეთი - 2022 წლის მარტში - 19 635 ადამიანი - 2021 წლის მარტში - 14 278;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2022 წლის მარტში - 18 815 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 407;
  • რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მიმდინარე წლის მარტში 14 629, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 907.
თაია არდოტელი